რეგლამენტი საღებავებში ტყვიის შემცველობაზე

2023 წლიდან საქართველოში საღებავებში ტყვიის შემცველობის მაკონტროლებელი ახალი რეგლამენტი ამოქმედდება, რომელიც მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს ახალ ვალდებულებებს უწესებს.

ცვლილების მიზანი ქვეყანაში ტყვიით და მძიმე მეტალებით გამოწვეული ავადობების შემცირება და ეკოლოგიური უსაფრთხოების გაზრდაა. რეგლამენტის თანახმად, ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 0.009%-ზე მეტ ტყვიას საღებავის საერთო არა აქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან. ამასთან, სახელმწიფოს ექნება უფლებამოსილება, რეგლამენტის დაცვის შეფასების მიზნით, აიღოს ლაქ-საღებავების ნიმუშები და განსაზღვროს რამდენად შეესაბამება კონკრეტული პროდუქტი ეროვნულ სტანდარტებს. რეგლამენტი ძალაში 2023 წლის პირველი ივლისიდან შედის.