რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.
პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყოველწლიურად მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, გაზრდილია, როგორც პროფესიების, ისე ინტეგრირებული პროგრამების რაოდენობა. ბაზრის კვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია მოთხოვნადი პროფესიები, რაც სტუდენტების დასაქმების პერსპექტივას მნიშვნელოვნად ზრდის. კიდევ ერთი სარგებელი, რაც კოლეჯში სწავლას თან ახლავს, პროფესიულ დიპლომთან ერთად, ზოგადი განათლების ატესტატის მიღების შესაძლებლობაა.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები და ახალი სასწავლო პროგრამები – ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტი.