რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო დილიდან. პროცესი 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აუცილებელია, აბიტურიენტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან, 6 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური გადაიხადონ, რათა მათ რეგისტრაცია 11 მაისის 18:00 საათამდე დაასრულონ. მითითებულ ვადაში, აპლიკანტებს, ასევე, აქვთ შესაძლებლობა გადაიხადონ დამატებითი საგნების საფასური, აირჩიონ ან შეცვალონ საგამოცდო ქალაქი და საგანმანათლებლო პროგრამები. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, არჩევანი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ. ცვლილებების შესაბამისად, ცენტრის სარეგისტრაციო პორტალზე საგანმანათლებლო პროგრამები წარმოდგენილია სამ კატეგორიად: „საბაკალავრო“, „პროფესიული“ და „მოსამზადებელი ქართულ ენაში“.