რეგისტრაცია ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის 

12:20, 09.11.2026

დღეიდან 2026-2027 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 19 ნოემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასების ნებისმიერ მოსწავლეს. ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხო ენებში. რეგისტრაციის გავლა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

მსგავსი