რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო.

პროცესი დღეიდან,  3 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე  ელექტრონულად უნდა გაიარონ. რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე , აბიტურიენტები შეძლებენ პირადი მონაცემების შეტანას, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევას. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება.