რეგიონული ვორქშოფი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, თბილისში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის – იკაო-ს რეგიონულ ვორქშოფს მასპინძლობს. იკაო-ს სამუშაო შეხვედრა, რომელიც კომპანია „ეარბასთან“ თანამშრომლობით მიმდინარეობს, მიზნად ისახავს აეროპორტებში ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისთვის იკაო-ს ახალი სტანდარტებისა და მოთხოვნების ეფექტიან დანერგვას. ვორქშოფს იკაო-ს წევრი ქვეყნების ევროპის და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი ორგანოების, აეროპორტების ოპერატორებისა და ინდუსტრიის 35-მდე წარმომადგენელი ესწრება. ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა და საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ მიმართეს.