„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული ტურნე დაიწყო
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონული ტურნე დაიწყო. პირველი შეხვედრა აჭარის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან გაიმართა. შეხვედრას დისკუსიის ფორმა ჰქონდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სტუდენტებს მათი ხედვები გააცნეს და მათგან კონკრეტული წინადადებებიც მოისმინეს. დისკუსიის შედეგები რეკომენდაციების ფორმით ჩამოყალიბდება. შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამი თვის განმავლობაში მოეწყობა, დასკვნითი შეხვედრა კი დედაქალაქში გაიმართება.