რეგიონული ტურ-გიდების პროგრამა

USAID საქართველოს მისიისა და საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამა“ ხორციელდება. „ზრდა“ – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ოთხ რეგიონულ პროფესიულ კოლეჯს ახალციხეში, გორში, კაჭრეთში და ზუგდიდში „რეგიონული ტურ-გიდების პროგრამის“ განხორციელებისთვის ინვენტარი გადაეცა.

პროექტის მიზანია სამომავლოდ საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარება და სექტორში დასაქმების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, მარნეულისა და კასპის კოლეჯებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროგრამის შემუშავებას, შესაბამისი ინვენტარის გადაცემასა და აქტივობების განხორციელებაში მხარდაჭერას გულისხმობს.