სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში რეგიონული თეატრების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი დაიწყო. ფესტივალში შვიდი რეგიონული, ასევე ლიეტუვის, ირანის, საფრანგეთის და რუმინეთის თეატრებია წარმოდგენილი. წლევანდელი პროგრამა განსხვავებულია.
ფესტივალის პარალელურად, მიმდინარეობს ახალგაზრდული ერთკვირიანი თეატრალური ბანაკი. არტბანაკში დედაქალაქისა და რეგიონული თეატრების ახალგაზრდა მსახიობებისა და რეჟისორებისთვის მასტერკლასები იმართება. პირველად ფესტივალის ისტორიაში, ასევე გაიმართება ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსიც. ღონისძიების სპონსორები კულტურის სამინისტრო, თბილისის, ფოთისა და სენაკის მერიები არიან.