რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი
ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი დასრულდა. წლევანდელი გამარჯვებული ახალგაზრდა რეჟისორი, თეიმურაზ დვალი გახდა, რომელსაც კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია გადაეცა. დაჯილდოებამდე ფოთის თეატრის მსახიობებმა გასული წლის ფესტივალის გამარჯვებულის, ევა გვრიტიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი „სტრიპტიზი“ წარადგინეს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პარალელურად, გაიმართა ათდღიანი არტ-ბანაკი, სადაც მონაწილეებმა მასტერკლასები და ვორქშოფები გაიარეს.