რეგიონული სწავლება სუს-ის ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრში

რეგიონული სწავლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრში.

ტრენინგი ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩატარდა.

სწავლების სცენარები ორიენტირებული იყო ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე.

პროცესი ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და ინტერპოლის წარმომადგენლებმა შეაფასეს.