რეგიონული შეხვედრა ვაქცინაციის საკითხებზე

21:42, 14.07.2026

ვაქცინაციის პროგრამების გაძლიერება და შესაძლო საფრთხეებისთვის უკეთ მომზადება – ეს საკითხები განიხილება გრიპის ვაქცინაციის დანერგვის პარტნიორობის რეგიონულ შეხვედრაზე, რომელშიც ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მონაწილეობს. ღონისძიების პირველ დღეს, მინისტრმა  ვაქცინაციის სფეროში პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ამერიკის  ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა. სამდღიანი ღონისძიება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით იმათება, სამუშაო შეხვედრებსა და პანელურ დისკუსიებს აერთიანებს გრიპის, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის და სხვა რესპირატორული დაავადებების შესახებ.

მსგავსი