რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის

განათლების მინისტრმა პროექტის –„რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას პროექტში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეცმასწავლებელთა მხარდაჭერა და ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარებაა.