რეგიონული კონფერენცია თბილისში

კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური აიტი პროექტები და ამ სფეროში სხვადასხვა წარმატებული ქვეყნის გამოცდილების გაზიარება – ეს თბილისში მიმდინარე რეგიონული კონფერენციის მთავარი თემებია. ღონისძიებას ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს. წლევანდელი, 11-ე კონფერენცია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობას სახელმწიფოსა და მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.