რეგიონული კონფერენცია სამეგრელოში

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ დღეს ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე ქალთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა შეკრებილებს ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული საბჭოს შემადგენლობა წარადგინა. კონფერენციაზე გაკეთდა თემატური მოხსენებები. რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, კახეთსა და იმერეთში.