რეგიონული კონფერენცია „ახალგაზრდობა, სოლიდარობა, ევროპა” გაიმართება

რეგიონული კონფერენცია „ახალგაზრდობა, სოლიდარობა, ევროპა” გაიმართება ორგანიზაცია „კარიტას ჯორჯიას” ინიციატივით.

კონფერენციის მიზანია, ახალგაზრდების დაინტერესება საქველმოქმედო საქმიანობით.

კარიტას ჯორჯიას“ წარმომადგენელები ამბობენ, რომ უკეთესი ქვეყნის შესაქმნელად, ინვესტიცია სწორედ ახალგაზრდებში უნდა ჩაიდოს.

„კარიტასის“ მოხალისეები ეხმარებიან მოხუცებს, ბავშვებსა და სპეციალური საჭიროების მქონდე პირებს. ასევე, ზრუნავენ გარემოზე.

რეგიონულ კონფერენციაში 40 ქვეყნის ახალგაზრდული „კარიტასის“ წარმომადგენელები მიიღებენ მონაწილეობას.