„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა შეკვეთილში, სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა. ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სტუდენტებს შეხვდნენ.
ორგანიზატორების განცხადებით, შეხვედრების მიზანი სტუდენტებთან ღია, საჯარო და მჭიდრო კომუნიკაციაა, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ როგორც პოლიტიკურ პროცესებში, ასევე ქვეყნის განვითარებაში. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.