„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ორგანიზაციის წვერებმა კონფერენცია ონში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გამართეს.

ნინო წილოსანმა ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა წარადგინა.

რეგიონული კონფერენციები უკვე ჩატარდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში.