რეგიონული კონფერენცია

„რეგიონული განვითარების სტრატეგია საქართველოსთვის,“ – ამ სახელწოდების კონფერენცია პარლამენტში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციაზე რეგიონული განვითარების პოლიტიკის საკითხებზე პარტიის მიერ მომზადებული ძირითადი ხედვები განიხილეს. „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გია ჟორჟოლიანის განმარტებით, რეგიონები კომპლექსურად, გეგმაზოემიერად და თანმიმდევრულად უნდა განვითარდეს, რისთვისაც ეკონომიკური პოლიტიკის ფუნდამენტური და სისტემური ცვლილებებია აუცილებელი.