რეგიონული კონფერენცია

ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციამ რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა.

იმსჯელეს საქართველოში, მოლდოვასა და სომხეთში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციებზე. მონაწილეებმა ამ სექტორის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ერთმანეთს პრობლემების გადაჭრის გზები და გამოცდილება გაუზიარეს. ეს ყველაფერი ერთიანი ანალიტიკური დოკუმენტის რეკომენდაციებში აისახა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. ანალიტიკური დოკუმენტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციების ხელშეწყობა.