რეგიონული ფორუმი

ახალციხეში, საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების სისტემების მოდერნიზების მესამე რეგიონული ფორუმი გაიმართა.  ღონისძიება მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის შესახებ  ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიება აერთიანებდა საქართველოს მასშტაბით მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს, დარგობრივ ასოციაციებს, პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ფორუმის ფარგლებში, მონაწილეებმა აგრარულ დარგში არსებული ძირითადი საკითხები განიხილეს. ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო აგრარული პროფესიული განათლების როლის გაძლიერება და დარგისთვის საჭირო კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობა. მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწეული შედეგები და დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები. შეხვედრის შედეგად, მიღებული შეთანხმებები საფუძვლად დაედება სექტორის განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობის გაძლიერებას.