რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2025“
თელავში, ერეკლე II-ის მოედანზე, ყოველწლიური რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა 2025“ გაიმართა. ღონისძიება მუსიკალურ-თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. ეს ერთადერთი რეგიონული ფესტივალია, სადაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტი ერთობლივად მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში, მცირე მარნების, ფერმერებისა და გლეხების, ასევე, ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების პროდუქტები გამოიფინა.