რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა

12:06, 18.09.2026

რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა თბილისში. ღონისძიება გახსნა პრემიერ-მინისტრმა. ისაუბრეს თანამშრომლობაზე, კომუნიკაციის გააქტიურებაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსა და ფინანსური სექტორის განვითარების დინამიკაზე, ასევე მსგავსი მასშტაბის შეხვედრის მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრების განვითარებასა და ინვესტიციებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე მუშაობას განაგრძობს. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 15-მდე ქვეყნის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტებმა, ვიცე-პრეზიდენტებმა, ასევე J.P. Morgan-ის, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა.

მსგავსი