რეგიონებში სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება დასრულებულია. სპეციალურად მაღალმთიან რაიონებში ოპერირებისთვის,  ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს, 22 ახალი ჯიპის ტიპის მანქანა გადასცა.

ავტომობილები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი. სპეცმანქანებით გადაადგილება ყველა სახის, მათ შორის განსაკუთრებით რთულ რელიეფზეც არის შესაძლებელი.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დრომდე უკვე 222 ახალი, სამედიცინო ინვენტარით სრულად აღჭურვილი სპეცმანქანით შეივსო.