რეგიონებში საპილოტე პროექტების განხორციელება იწყება   

რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა იწყება.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქვეყნის ოთხ რეგიონში, ინვესტიციების მოზიდვის, სამუშაო ადგილების ზრდისა და ადგილობრივი კომპანიების განვითარებისთვის ათეულობით მილიონი ლარი გამოიყოფა. გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის განახლება და ტურისტული ლოკაციების განვითარებაც. 2021 და 22 წელს მიზნობრივი პროექტები კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში განხორციელდება.