რეგიონების სკოლების რეაბილიტაციის პროექტი
11 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
საუბარია რეგიონებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებზე, რომლებიც ავარიულ მდგომარეობაშია. შედეგად, უკვე წლებია, მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებში დადიოდნენ. ჩამონათვალშია ქუთაისის, ტყიბულის, თელავის, დმანისის და კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის სკოლები. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა – წლის ბოლომდე სარემონტო სამუშაოების დაწყება კიდევ 100-მდე სკოლაში იგეგმება.