რეგიონალური სამიტი ყაზახეთში 

მსოფლიო სატრანსპორტო დერეფნებში არსებული შეფერხებების ფონზე, შუა დერეფნის საკვანძო როლზე გაკეთდება აქცენტი ასტანაშიც.

ყაზახეთის დედაქალაქი ხვალ რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტს უმასპინძლებს. ქართული დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ასტანაში უკვე გაემგზავრა. დაგეგმილია პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლა და ორმხრივი შეხვედრები. იმის გათვალისწინებით, რომ სამიტში უმეტესად ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნები მონაწილეობენ, განსაკუთრებული ყურადღება დაკავშირების მნიშვნელობას და პროცესში საქართველოს საკვანძო ფუნქციას დაეთმობა. დისკუსიის თემა იქნება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეებიც.

„მოამბე“ უკვე ასტანაშია, – საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს ანა ბროლაძე გააშუქებს.