„რეფორმერის“ განცხადება

პარტიამ „რეფორმერი“ და სამოქალაქო მოძრაობამ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

დოკუმენტი  მოიცავს ლუდომანიის წინააღმდეგ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს სათამაშო ბიზნესში რეგულაციების გამკაცრების მიზნით. პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით, ყველას ვალია შეებრძოლოს ამ პრობლემას, რომელიც უკვე ძალიან ბევრ ოჯახს შეეხო. ასევე მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განვითარებას.