„რეფორმერის“ განცხადება

პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მისი პარტიის მიზანმიმართულ დისკრიმინაციაზე საუბრობს.

თორნიკე ჯანაშვილის განმარტებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს განაცხადა, რომ მათ ახალგაზრდა „რეფორმები“ს გუნდი შეუერთდა, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა . მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მათ წინააღმდეგ დაწყებულია დეზინფორმაციის კამპანიაა. პარტია „რეფორმერში“ რაიმე კავშირს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ უარყოფენ.