რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო

ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო შეიქმნა. მისი მიზანი პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის შემუშავებაა. მას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. განვითარების და რეფორმების საბჭოს წევრები იქნებიან მინისტრები, დეპუტატები და სხვა ოფიციალური პირები. განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში მიიწვიოს სხვა უწყებების წარმომადგენლები თუ შესაბამისი სფეროს სპეციალისტები, ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.

მოამბე