რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები 35 530 მომხმარებელს გაუძვირდა

საქართველოში 35 500 მსესხებელს პროცენტი გაეზარდა. ამის მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა

სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის პირიქით შერბილებას გეგმავდა, თუმცა გაზრდილმა ინფლაციამ, სებ-ს გადაწყვეტილება საპირისპიროდ შეაცვლევინა.

წლის დასაწყისიდან ინფლაცია 1,8%-დან 6,7%-მდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი, არსებულ პროგნოზს 2,7%-ით აღემატება. ეროვნული ბანკი ფასების ზრდის შეჩერებას ასე გეგმავს, თუმცა ამ გადაწყვეტილებით საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება იმ მსესხებლებს, რომელთა სესხიც სწორედ რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ასეთი კი, 35 500 მომხმარებელია.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2018 წლის დასაწყისიდან ინფლაცია 3%-მდე შემცირდება.