რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

21:22, 06.05.2026

გლობალური დაძაბულობა და ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასების ნეგატიური ეფექტი სახელდება მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მთავარ მიზეზად.

2022 წლის შემდეგ პირველად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.25 %-ით ზრდის. სწორედ გარე შოკებს უკავშირებს ცენტრალური ბანკი, აპრილში ინფლაციის 5,9 %-მდე მატებას და ფასების დონის დაზღვევას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ცდილობს. ამასთან, მცირე ბიზნესის სტიმულირების მიზნით, ეროვნული ბანკი, ხუთი %-ით ამცირებს კომერციულ ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზედა ზღვარს. ეს ბანკებს საშუალებას მისცემს კერძო სექტორს სესხი უფრო მიმზიდველი პირობებით შესთავაზონ.

როგორ ფასდება მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები – მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტი.

მსგავსი