რეფინანსირების განაკვეთი 8 %-ზე დარჩა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8 %-ის დონეზე დატოვა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ინფლაცია მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელს 2025 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ წინა თვეებთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა და მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება, გარკვეულწილად საერთაშორისო ბაზრებზე არსებულმა რისკებმაც განაპირობა. სებ-ში ვარაუდობენ, რომ ფასების საერთო დონის ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3 %-თან ახლოს იქნება.