რეფერენდუმის შედეგები ისლანდიაში
წინასწარი შედეგებით, ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი ამ წინადადების მოწინააღმდეგეების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ, ამომრჩეველთა 52.5%-მა მისცა ხმა.
„შედეგი აშკარაა, პასუხია – „არა“, – აღნიშნავს ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი. მედიის ცნობით, დასათვლელად დარჩენილია მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის საარჩევნო ოლქის მონაცემები, თუმცა, დარჩენილი ხმების რაოდენობას შედეგის შეცვლა აღარ შეუძლია.