რეექსპორტის მაჩვენებელი

საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების სტატისტიკა უმჯობესდება. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქციის ყველაზე დიდი მოცულობა 2013-2014 წლებში დაფიქსირდა. თუმცა, მას შემდეგ, მეზობელ ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყნიდან ავტომობილების გატანის წილი შემცირებული იყო.

თუ სტატისტიკურ მონაცემებს დავეყრდნობით, ბოლო 12 წელში ქვეყნიდან 3 მილიარდ 500 მილიონის ღირებულების მსუბუქი მანქანების რეექსპორტი განხორციელდა.

სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, რა პოტენციალი აქვს ქვეყანას სხვადასხვა პროდუქტის რეექსპორტის კუთხით.