რედაქტორ ზურაბ ვარდიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორ ზურაბ ვარდიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი სხვა ადამიანში შეეშალა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მან სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.