„რეანომობილი რაჭას“ - პრობლემა მაღალმთიან რეგიონებში

მოკვლევის საგანი ხდება რაჭაში მომხდარი შემთხვევა.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი და მართვითი სუნთქვის აპარატზე შეერთებული 16 წლის მოზარდი, კატასტროფის ბრიგადამ ამბროლაურიდან თბილისში ვერ გადმოიყვანა. დაგვიანდა მისი ქუთაისში ტრანსპორტირებაც. გაირკვა, რომ რაჭის რეგიონს კატასტროფის ეკიპაჟი ცალკე არ ჰყავს, ლენტეხიდან გამოძახებული რეანომობილი კი, მწყობრიდან გამოსული აღმოჩნდა. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით, ბრიგადას არც შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი არ ჰყავდა.

მოზარდის ჯანრმთელობის მდგომარეობა ახლაც კრიტიკულია. ამბროლაურის შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სფეროში არსებულ ხარვეზებს და ჩავარდნებს, თავად ჯანდაცვის სამინისტროც აღიარებს.