„რეალური სივრცე” – 3 ნოემბერს, 18:30 საათზე
ძველი ქალაქის ერთ კვარტალში საცხოვრებელი სახლების აშენება იგეგმება.
“ეს არის ერთადერთი რესურსი ჩვენი შვილებისთვის ჯანმრთელობის განვითარებისთვის და არ დავუშვებთ, რომ ის შეეწიროს სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების ბიზნეს ინტერესებს” – ასე მიმართავს ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა ქალაქის მერიას.
რატომ აპროტესტებენ ადგილობრივები და სპეციალისტები ნინოშვილის ქუჩაზე მოსალოდნელი პროექტის დაწყებას?
ნინოშვილის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის განხილვა “რეალურ სივრცეში” შაბათს, საღამოს 7-ის ნახევარზე, პირველი არხის პირდაპირ ეთერში.