რეაბილიტირებული სკოლების გახსნა
ქვემო ქართლის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა.
ბოლნისის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლები მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ გახსნა. მინისტრი სკოლების განახლებულ ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროცესს, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გაეცნო. ორივე სკოლა, ჯამში 650 მოსწავლეზეა გათვლილი და პროექტების ჯამური ღირებულებმა 6 მილიონ 600 ათას ლარამდეა. სკოლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.