რეაბილიტირებული ქუჩა კრწანისის რაიონში

18:34, 14.11.2025

კრწანისის რაიონში, იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდა. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა წყალარინების ქსელი. მოეწყო ქვაფენილი, ტროტუარი და ბორდიური. ასევე დამონტაჟდა გრუნტის დამჭერი კედელი და განათების ქსელი. ჯამში, პროექტის ღირებულებამ 527 ათასი ლარი შეადგინა.

მსგავსი