რეაბილიტაციის სამუშოები მუხიანის დასახლებაში

გლდანის რაიონში, მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მთელ გამზირზე, მოეწყო ახალი ბორდიურები და ტროტუარები, გამყოფი გაზონი და დაიგო ასფალტის ახალი საფარი 17 000 მ2 ფართობზე.

დასრულებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს თბილისის მერი გაეცნო.