რძის პროდუქტების ექსპორტი რუსეთში – ბიზნესის პასუხი მოსკოვს

21:47, 07.03.2022

ოპონენტთა მწვავე კრიტიკას და ბრალდებებს ხელისუფლება და ბიზნესი სტატისტიკას და მონაცემებს უპირისპირებს.

მთავრობა ქართული რძის პროდუქტების რუსეთში ექსპორტის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს სპეკულაციად მიიჩნევს. მთავარ არგუმენტად ის გარემოება სახელდება, რომ ქვეყანაში წარმოებული პროდუქცია საქართველოსთვისაც კი არასაკმარისია, რის გამოც რამდენიმე ქვეყნიდან რძის პროდუქტების იმპორტი ხდება. ყოველწლიურად წარმოების ზრდის მიუხედავად, საექსპორტო პროდუქციის არასაკმარის რაოდენობაზე საუბრობენ ქართველი მწარმოებლებიც. რძის მწარმოებელთა ასოციაციაში ხაზს უსვამენ, რომ რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები რუსულ ბაზარზე საკუთარი ნაწარმის გატანას არ აპირებენ.

 

მსგავსი