რძის პროდუქტების ბაზარი

გაზრდილი მოთხოვნა რძის პრუდუქტებზე და შემცირებული წარმოება – რა ფაქტორები უშლი ხელს ქვეყანაში სექტორის განვითარებას – მერძევეთა ასოციაციაში ძირითად მიზეზად დაბალ ფასად იმპორტირებულ რძის ფხვნილს ასახელებენ, რომელიც ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვნად აფერხებს. პრობლემაა არასწორად ეტიკეტირებული პროდუქციაც, რის გამოც მყიდველი ხშირ შემთხვევაში მოტყუებული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტო რძის პროდუქტების შემოწმებას რეგულარულად და ზოგჯერ დაუგეგმავადაც ახორციელებს, სექტორში დასაქმებულები კონტროლის სხვა მექანიზმების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობენ.