რძის ხარისხის შემოწმება
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რძის ნიმუშებს ამოწმებენ. სპეციალისტების მიერ კონტროლდება როგორც რეალიზაციის პირობები, ასევე, სხვადასხვა მაჩვენებელზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ნიმუშებს იღებენ. გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. აღსანიშნავია, რომ რძე ლაბორატორიულად 24 მაჩვენებელზე მოწმდება, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების, აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის განსაზღვრა და სხვა. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების რისკი მაღალია.