რაზე მიანიშნებს ოპოზიციის აქტორთა მხრიდან გერმანიის ელჩზე თავდასხმა და დაასრულა თუ არა ევროკავშირის მიმართვამ რვა მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით პოლიტიკური დაპირისპირება, რომელმა მედიასაშუალებამ გაასწორა მალულად ჰუბერტ ქნირშის ინტერვიუდან ციტირებული პასაჟები და რისკენ მოუწოდებს გამოცემას გერმანელი დიპლომატი

ოპოზიციის ნაწილის მხრიდან თავდასხმის ობიექტი ხდება რვა მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ფასილიტატორი ელჩი.

საუბარია გერმანიის ელჩზე, რომელიც სხვა დიპლომატებთან ერთად საარჩევნო სისტემის შეცვლის პროცესში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის როლს ასრულებდა. ჰუბერ ქნირშის მიმართ ოპოზიციის გარკვეული ნაწილის ტონი მას შემდეგ გამწვავდა, რაც დიპლომატმა მოლაპარაკებების პროცესი დეტალურად აღწერა და თქვა, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება რვა მარტის შეთანხმების საგანი არ ყოფილა. მისი მისამართით გამოთქმული შეფასებების გამო ელჩი გაკვირვებას ვერ მალავს. დიპლომატის დიპლომატიური კომენტარისგან გასხვავებით, გაცილებით მწვავე აღმოჩნდა ევროკავშირის გამოხმაურება.