რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ოპოზიციასთან

ცოტა ხნის წინ დასრულდა მოლაპარაკებები რაულ ხაჯიმბასა და ოპოზციის  წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე  ესწრებოდა, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენცია უკვე დატოვა.  ტერიტორიაზე აღარ იმყოფება ასლან ბჟანიამაც.  რამდენიმე საათის წინ, დე ფაქტო საარჩევნო კომისიამ  ე.წ. არჩევნების  თარიღად 22  მარტი დაასახელა, რასაც  არ ეთანხმება ხაჯიმბა და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.  ხაჯიმბას მტკიცებით, ე.წ.  საარჩევნო  კომისიამ, განმეორებითი არჩევნების  თარიღი, დე ფაქტო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების ფონზე მიიღო.

ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამ დრომდე რჩებიან ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში. თავდაპირველად  დაანონსებული იყო, რომ არჩევნების თრიღის გამოცხადების შემდგომ, ისინი შენობას დატოვებდნენ, თუმცა სიტუაცია ჯერჯერობით არ შეცვლილა.  ისინი რაულ ხაჯიმბას  მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დატოვოს დე ფაქტო  პრეზიდენტის პოსტი და  თანმდებობიდან ახალ არჩევნდებამდე წავიდეს. ხაჯიმბა კი,  რომელიც დეფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას  არ ეთანხმება, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს, მან დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს  შენობის დატოვებისკენ მოუწოდა.