რატომ უწუნებს დონალდ ტრამპი კომპეტენციას ვაშინგტონის მერს და რატომ მოიხარა მუხლი აქციაზე კანადის პრემიერმა
რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტი ამერიკის შეერთებულ შტატებს გასცდა. ხალხმრავალი აქცია გაიმართა სიდნეიში, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა, შემდეგ პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მდივნის მოწოდებისა, მაინც ათასობით ადამიანია შეკრებილი ამ წუთებში ლონდონშიც.
მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს კანადაშიც. რაც შეეხება ვაშინგტონს, იქ დღეს კიდევ ერთი მასშტაბური აქცია იგეგმება, სადაც ორგანიზატორები მილიონამდე ადამიანს ელოდებიან.
რა ვითარებაა მასშტაბური პროტესტის მე-12 დღეს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – თამთა რუხაძე გიამბობთ.