რატომ ძვირდება საწვავი

რატომ ძვირდება საწვავი? ბოლო რამდენიმე დღეში საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე მეტად მოთხოვნად, რეგულარის ტიპის ბენზინზე ფასი 10-15 თეთრით გაიზარდა. მსხვილი ნავთობკომპანიები მიზეზებზე არ საუბრობენ. იმპორტიორები კი, ეროვნული ვალუტის კურსზე მიუთითებენ და არ გამორიცხავენ ბენზინი კიდევ 5 თეთრით გაძვირდეს.

ფასნამატების განსხვავებული ვერსია აქვს არასამთავრობო სექტორს. აფფბაში არ გამორიცხავენ, რომ კომპანიები ერთმანეთს გაურიგდნენ და საწვავის ღირებულებაც შეთანხმებულად, ხელოვნურად გაზარდეს.

დესი ვარდოსანიძის სიუჟეტი.