რატი იონათამიშვილის წერილი

12:18, 06.08.2026

ქართული საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით არის გამძაფრებული გარედან დაფინანსებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, რაც სხვადასხვა პროპაგანდისტული მეთოდებით იმართება, დავალებებს კი ადგილზე პასპორტით ქართველი, არსით და რაობით კი – უსამშობლო აგენტურა, ე.წ. ოპოზიცია ასრულებს, – წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, გარე ძალების მათი მთავარი ამოცანა, საქართველოში სიტუაციის არევა, ეკონომიკის დანგრევა, ქვეყნის გაღატაკება და საბოლოოდ, საქართველოს ომში ჩათრევაა.

„ქვემოთ მოცემული ბანერი ასახავს მკვლელობის სტატისტიკას და კარგად ჩანს, რომ დღეს საქართველოში ეს უმძიმესი დანაშაული მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო გახსნის მაჩვენებელი, პრაქტიკულად 100% უტოლდება. ამ დროს ნაცმოძრაობის მმართველობის პირობებში, წელიწადში საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ყოველდღე კლავდნენ ადამიანებს, ხოლო გახსნის მაჩვენებელი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი. აი, ეს ხალხი პროპაგანდირებს დღეს კრიმინალური სიტუაციით, ამ დროს კი საქართველო 2026 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა!!“, – წერს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი