რატი იონათამიშვილის განცხადება

შენობა-ნაგებობებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული სივრცეების მოწყობა სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულადი ჯარიმები წესდება.

პარლამენტი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას დღეს იწყებს. რატი იონათამიშვილის განმარტებით, მშენებლობის პროცესში სივრცის მოწყობის, არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობა ათასი ლარიდან 20 ათასს ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. დეპუტატის თქმით, ქვეყანაში ადაპტირებული სივრცეების გარეშე თანაბარი პირობების არსებობა შეუძლებელია. რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტით, ჯარიმის ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება.